განახლებული კოვიდცნობები ოკუპირებული აფხაზეთიდან

Sokhumi Daily

გასული 24 საათის მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 367 - მა ადამიანმა ჩაიტარა, მათგან 93 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ე.წ "ოპერატიული შტაბის" ცნობით, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ე.წ "საბჭოს" ინფორმაციით პაციენტების გარდაცვალება გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან გამოწვეულმა გართულებებმა გამოიწვია. კორონავირუსით გარდაცვლილები 1949 და 1952 წლებში დაბადებული პირები იყვნენ. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 29-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორ მძიმე მდგომარეობაშია. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 51 კოვიდდადასტურებულია მოთავსებული, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებული აფხაზეთის მედია-საშუალებები პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7136 შემთხვევა ადასტურებენ, გარდაცვლილია 97, გამოჯანმრთელებულია - 5187 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა