4 რამ, რაც ქუთაისში სტუმრობამდე უნდა იცოდე

Kutaisi Daily

სტუმართმოყვარეობის, იუმორისა და კულტურის ქალაქი - ქუთაისის აღსაწერად მხოლოდ ეს ეპითეტებიც გვეყოფა. თუმცა, ამ ქალაქში მყოფი ვიზიტორებისთვის უფრო პრაქტიკული რჩევები გვაქვს: 1. ტრანსპორტი - სამარშრუტო ტაქსს საღამოს 8-9 საათის მერე ვერც სანთელი და ვერ ვერც შუქნიშნის ბრდვღიალი გაპოვნინებთ. ასე რომ თუ საკუთარი მანქანით არ ხართ, ღამის ქუთაისი ვერ აღგაფრთოვანებთ. 2. ქუთაისელი ბიჭები - თუ ბიჭმა „დაიკო“-თი მოგმართა, არ ნიშნავს, რომ დასავით გიყურებს. შეიძლება, სულაც პირიქით. 3. უფასო wifi - Kutaisi loves you და მსგავს უფასო ინტერნეტს აქ ვერ იპოვით. Wifi მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებსა და ბანკების ფილიალებშია ხელმისაწვდომი. 4. „რით შემიძლია დაგეხმაროთ“ კონსულტანტები - სუპერ-მარკეტებისგან რადიკალურად განსხვავდება უბნის მაღაზიების მომსახურების დონე. აქ გამყიდველი თქვენ თუ არ შეაწუხეთ, თავად ნამდვილად არ აგედევნებათ. რას დაამატებდი? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში. #ქუთაისი #რჩევები #ტრანსპორტი #wifi #ქუთაისლები #მაღაზია #kutaisidaily