მეუფე იაკობისა და პარლამენტის თავმჯდომარის საიდუმლო შეხვედრა
Pirveliradio Ge
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თაკალვაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირმა საკანონდმელო ორგანო ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა. საიდუმლო შეხვედრის მიზანზე კომენტარი არც პარლამენტის თავმჯდომარეს გაუკეთებია. ინფორმაცია შეხვდედრის შესახებ არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მეუფე იაკობის ვიზიტი საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა წინაასარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს.
პირველი კითხვა იქნებოდა ეს; მან ხომ დაადო ხელი გახარიას, რომელსაც უნდოდა პატრიარქის შეცვლა და რომელსაც უნდოდა ხელისუფლებისთვის სასურველი პატრიარქის მოყვანა ეკლესიაში. მან ეს დაადასტურა რამდენჯერმე სატელევიზიო გამოსვლისას და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან იქნებოდა კითხვები ამ მიმართულებით. თუ ის მოგვევლინა ჩვენ "ქართული ოცნების" სიის სათავეში, რა პოზიცია ექნებოდა მას? აი, ამ კითხვას დავუსვამდი მე, - ამბობს, "ნაციონლაური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომან გოცირიძე ,,მთავარ არხთან".