აჭარის რამდენიმე სოფლის ტურისტული პოტენციალი შეისწავლეს
Batumi Daily
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების ცნობით, აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს და ამის ფარგლებში რამდენიმე ჩანჩქერი უკვე შესწავლილია. მათი ინფორმაციით კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლეს, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობი შეფასდა. სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სწორი მონაცემები აჭარაში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ჩანჩქერების შესახებ. მაგალითად, დღემდე გიდებსა და ადგილობრივებს შორის სადაო გახლდათ მახუნცეთის ჩანჩქერის ზომა, რომელიც როგორც გაზომვისას დადგინდა 57 მეტრია. კვლევის პროცესში ასევე, გამოვლინდა ნაკლებად ცნობილი, ტურისტულად მიმზიდველი ადგილები ორივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფელი კაპნისთავი, ძეწმანის, წონიარისისა და მეძიბნას ჩანჩქერები, საპიკნიკე ადგილები მერისსა და სოფელ ბზუბზუში. კვლევაზე დაყრდნობით ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნასა და მარკირებას, რაც სამომავლოდ ტურისტებს ქედისა და ხელვაჩაურის ცნობილი თუ უცნობი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარებათ,“ წერია ინფორმაციაში.
ტურზიმი აჭარა ჩანჩქერი ახალიამბები
BatumiDaily