თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

Pirveliradio Ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მას ანალიზები ჩაუტარდება, რომელთა პასუხებიც საღამოს გახდება ცნობილი. როგორც კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შედარებით უკეთესია თენგიზ ცერცვაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბინაზე მკურნალობს.