საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათარაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზერამდენიმე წუთის წინ განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს. სტატისტიკის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს.