გორში სხვადასხვა ადგილების დეზინფექცია განხორციელდა
Gori Daily
ა(ა)იპ “გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო” აგრძელებს კორონავირუსის გავცრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სპეციალური საშუალებებით დამუშავდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები. ასევე: ქალაქში არსებული სკვერების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელების,აგრო მაღაზიების, ქსელური სუპერმარკეტების, ბანკების, აფთიაქების, საავადმყოფოების და სხვა ხალხმრავალი ადგილების მიმდებარე ტერიტორიები. კეთილმოწყობის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების გატარებას.
#გორი
#დეზინფექცია
#კორონავირუსი
#goridaily