ბათუმის სამშობიარო სახლში 7 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ დღეს პირველად ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა განაახლა. კლინიკა ამ ეტაპზე კოვიდ მიმღები ცენტრი იქნება და ვირუსით ინფიცირებულ მხოლოდ ორსულებს მიიღებს. კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად გაიზარდა კლინიკების რაოდენობაც, სადაც კოვიდ დადებით პაციენტებს უმკურნალებენ.