რატომ იხოცებიან ქობულეთის მდინარეში თევზები?
Tbilisi Daily
მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან. ქობულეთში დახოცილი თევზები წყალზე ტივტივებს. ქაშაყი და კეფალი წყალმა ნაპირზეც გამორიყა. ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნია. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ასეთი შედეგი 6 თვის წინ მდინარეში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენების გადაყრამ გამოიწვია. ადგილობრივები საკითხის შესწავლას და დახმარებას ითხოვენ. ადგილზე გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან.