ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა. დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება. უწყების ცნობით,ამ დროსითვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. ''2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლოატაციაში. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.