დარჩით სახლში
Mediamall
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს
#დარჩითსახლში
.
„გასულ ღამეს ჩემი ექიმის რჩევით, მე წავედი საავადმყოფოში რუტინული ანალიზისთვის, რადგან ჯერ კიდევ მაქვს გამოვლენილი კორონავირუსის სიმპტომები. მე კარგ განწყობაზე ვარ და კონტაქტს ვინარჩუნებ ჩემს გუნდთან, რომელთანაც ვმუშაობთ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ყველას უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, – წერს ბორის ჯონსონი.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ეროვნული ჯანდაცვის ბრწყინვალე თანამშრომლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩემსა და სხვებზე ამ რთულ პერიოდში. თქვენ ბრიტანეთის საუკეთესო ნაწილი ხართ“, – აღნიშნავს ბრიტანეთის პრემიერი.
ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, რათა დაიცვან ადამიანების სიცოცხლე.
#uk
#borisjohnson
#stopcovid19
#hospital
#coronavirus
#covid