რამდენით დაჯარიმდებით, თუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გახვალთ?

Tbilisi Daily

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი -22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესების ( წესს საქართველოს მთავრობა ადგენს) დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიულის 10 000 ლარით.