გიორგი ლომია: ვინც პირველი შევა პარლამენტში, ის იქნება "ოცნების" სატელიტი

Tbilisi Daily

ვინც პირველი შევა პარლამენტში და "ოცნებას" გააპრავებს, ის იქნება მისი სატელიტი პარტია - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, გიორგი ლომიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პარტია 9 ნოემბრიდან გეგმავს საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქუთაისიდან აიღებს სათავეს. როგორც გიორგი ლომია განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია, ხოლო მეორე ტურზე საუბარი აზრს მოკლებულია. "პატრიოტთა ალიანსი აგრძელებს ბრძოლას და რადგან პროცესები გადავიდა ქუჩაში, ჩვენც გამოვხატავთ პროტესტს. ვგეგმავთ საპორტესტო აქციებს 9 ნოემბრიდან, რომელიც დაიწყება ქუთაისის ცენტრალურ გამზირზე. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია - მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს ვადამდელი არჩევნები გადაარჩენს. "პატრიოტთა ალიანსს" აქვს თავის გეგმა და ხედვა. ამ მომენტისთვის მეორე ტურზე საერთოდ არავინ არ საუბრობს, რადგან მეორე ტურს აზრი არ აქვს" - განაცხადა გიორგი ლომიამ