იტალიაში covid 19-ით კიდევ 195 გარდაიცვალა

Tbilisi Daily

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 195 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, დღიური ინფიცირების რიცხვმა იკლო. გასულ 24 საათში ვირუსი 888 ადამიანს გამოუვლინდა, რაც დაახლოებით 500-ით ნაკლებია წინა დღის მონაცემთან შედარებით. დღემდე იტალიაში ვირუსით სულ 222 104 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 31 106 ადამიანი გარდაიცვალა, 112 541 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ინფიცირებულია 78 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 900-მდე პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების და დაავადების შემთხვევები იტალიაში მნიშვნელოვნად შემცირდა. #news#კორონავირუსი#იტალია#Tbilisidaily#dailinews