თბილისში აფეთქებას კიდევ ერთი გაქირავებული სახლი გადაურჩა

Pirveliradio Ge

თბილისში კიდევ ერთი გაქირავებული სახლი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სახლი ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებს და მაცხოვრებლებს. "მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა. ადგილზე გამოძახებულმა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) სპეციალისტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა გაატარეს იმისათვის რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ბინა გაქირავებული იყო, ბინაში მცხოვრებლები კი აღნიშნულ მომენტში ქალაქიდან იყვნენ გასულები" ,- ნათქვამია განცხადებაში. http://pirveliradio.ge/?newsid=144868