განათლების მინისტრი: ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, გილოცავთ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევნებამდე 10 დღით ადრე იხსნება. უნივერსიტეტის გახსნაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალა არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ", - თქვა მან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივით შენდება.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30902618.html #ახალი_ამბები #twitter