მთავრობა ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას იწყებს - ირაკლი ღარიბაშვილი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განვითარებას. მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. „მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ყველა მუნიციპალიტების კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განვითარებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი და საზოგადოებრივი ზონები. ბევრი ადგილია საქართველოში, რომელიც მიმზიდველი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთის და სტუმრებისათის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარების პირობების ყველგან გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.