პრემიერი ბათუმში მოშიმშილე მოქალაქეებზე: „ვიფიქრებთ როგორ დავეხმაროთ მათ“
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მოთხოვნის შესახებ ჩვენ დღეს გიორგი გახარიასაც ვკითხეთ. ქვეყნის პრემიერის თქმით, მთავრობა იფიქრებს აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებაზე, რომელთა ფინანსურ შემოსავალზე პირდაპირი გავლენა იქონია დაწესებულმა შეზღუდვებმა .
„ბათუმის შემთხვევაში, როგორც კი დავინახავთ, რომ შემთხვევათა რიცხვი მცირდება, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით. შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს და სოციალურ ფონსაც ამძიმებს, მაგრამ მას შედეგ, რაც ეს ყველაფერი სრულდება, ჩვენ სოციალური დახმარების საკმაოდ სერიოზული სტრუქტურა და პაკეტი გვქონდა შეთავაზებული და ამას გავაგრძელებთ.
წელს ტურიზმი არ აღდგება და ჩვენ სამსჯელო გვექნება ტურისტულ სექტორს რითი დავეხმაროთ, ასევე იმაზეც, თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველებს“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.