პომპეომ ვიზიტისას რეგიონისთვის ამბიციური ორპარტიული სტრატეგიული ხედვა უნდა დასახოს - ვოლკერი

Pirveliradio Ge

უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება. "აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თბილისში ვიზიტისას სამხრეთ კავკასიისთვის ამბიციური ორპარტიული სტრატეგიული ხედვა უნდა დასახოს - ხედვა, რომელშიც საქართველო რეგიონული ჭილიბია". - წერს ის. "ვიზიტი რეგიონისთვის და თავად საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს მოხდა. საუკეთესო შემთხვევაში, მას შეუძლია შექმნას ორპარტიული ტონი, სტრატეგიული მიდგომა, რომელსაც ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცია გააგრძელებს". - აღნიშნავს ვოლკერი. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ რეგიონში დაძაბულობა კვლავ მაღალია და ამას ემატება ის ფაქტი, რომ შეთანხმების მიხედვით მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. "ეს იმას ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში სამხედრო ძალები ეყოლება. სომხეთში - მიპატიჟებით, აზერბაიჯანში - სამშვიდობო და საქართველოში - საკუპაციო ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში. იმპერიის მშენებლობის ეს მცოცავი მცდელობა განსაკუთრებულ ზეწოლას საქართველოზე ახდენს, რომელიც რეგიონში ყველაზე წარმატებული დემოკრატიის და დასავლეთისაკენ ორიენტირებული საზოგადოების მფლობელია. საქართველოს რუსეთის ქმედებების საპირწონედ აშშ-ს და ევროკავშირის მეტი ჩართულობა სჭირდება". - წერს ვოლკერი.