ბათუმში კოვიდით კიდევ 1 ექიმი გარდაიცვალა
Batumi Daily
ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი, მედცენტში მომუშავე მოქმედი ექიმი გარდაიცვალა. ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტს ფილტვის ქსოვილის 80% ჰქონდა დაზიანებული. ამასთან, მას ქრონიკული დაავადებები, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
''შემოვიდა 14 ნოემბერს დადასტურებული კოვიდპნევმონიით. დიდი დაზიანება ჰქონდა დაახლოებით 22 ქულა, ეს არის ფილტვის ქსოვილის 80%-ზე მეტის დაზიანება. ასაკოვანი იყო ჰქონდა თანმხმელი დაავადებები, მათ შორის გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი'' - აცხადებენ კლინიკაში
ბოლო ერთ კვირაში, ბათუმში კოვიდ-19-ით ორი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში