ჩინეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
Tbilisi Daily
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინცზიან-უიღურის რაიონში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ხოტანიდან 279 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.