მაია სანდუ შეუდგა მოღვაწეობას მოლდოვის პრეზიდენტის პოსტზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მოლდოვის არჩეული პრეზიენტი, მაია სანდუ, 24 დეკემბერიდან შეუდგა მოღვაწეობას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. პირველმა ქალმა პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი წარმოთქვა კიშინიოვში, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ერთობლივ სხდომაზე, საინაუგურაციო სისტყვაში სანდუმ რუსულ, უკრაინულ, გაგაუზურ და ბულგარულ ენებზე მიმართა ეროვნულ უმცირესეობებს და აღნიშნა, რომ არ დაუშვებს მათი უფლებების ხელყოფას. მაია სანდუმ კვლავ გაიმეორა, რომ თავის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მოლდოვის ახალმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა ქვეყნის პარლამენტის ამჟამინდელი უმრავლესობა და მოუწოდა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვისკენ. ინაუგურაციის წინა დღეს, 23 დეკემბერს, გადადგმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იონ კიკუ. თუ პარლამენტი ორი მცდელობით ვერ აირჩევს მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, მაშინ მაია სანდუს კონსტიტუციით უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. 48 წლის მაია სანდუ, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2000-წლებში მუშაობდა მდოფლიო ბანკის სტრუქტურებში. პოლიტიკაში მაია სანდუ ჩაერთო 2010 წელს, მუშობდა განათლების მინისტრად. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაარსა პროევროპული პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“, რომელიც იბრძოდა, როგორც პრეზიდენტ იგორ დოდონის, ისე ოლიგარქ ვლად პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ. სოციალისტებთან ალიანსში მაია სანდუმ შეძლო ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინა პლაჰატნიუკი და მცირე ხნით გამხდარიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გასული წლის ნოემბერში სანდუ კვლავ გადავიდა ოპოზიციაში, ხოლო წლევანდელ შემოდგომაზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, მოსკოვის მეგობარი, იგორ დოდონი. მაია სანდუ ემხრობა მოლდოვის ევროპულ ორიენტაციას და დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. მოლდოვის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს გამართავს მეზობელ უკრაინაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31017198.html #ახალი_ამბები #twitter