თემქაზე  ე.წ არაშენდას  კორპუსში ლიფტი ჩავარდა

Tbilisi Daily

თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინფორმაციით, შემთხვევის დროს ლიფტში 6 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. „მსუბუქი დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ამ დროისთვის ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.