საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 796 პაციენტი. მონაცემები 11:00 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
გამოჯანმრთელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი დღემდე არ დაფიქსირებულა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3120-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა.
დღეს დილით დადასტურდა კიდევ ერთი, 37-ე პაციენტის გარდაცვალება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30865790.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)