გია აბაშიძე გიორგი მარგველაშვილზე: ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი ძალიან სამართლიანად აკენწლეს

Tbilisi Daily

ატყობთ, პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა „ბუმბერაზთან“ გვაქვს საქმე? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გია აბაშიძე Facebook-ზე წერს, „ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა ძალიან სამართლიანად აკენწლეს“. „მარგველაშვილი დღევანდელ „ღამის კურიერში“. რამდენიმე ამონარიდი, თუ რა სიბრიყვეები თქვა თითქოსდა იმპოზანტური პოზით: - არჩევნები მოიპარეს, გაყალბდა და ამას მეუბნებიან პირად საუბრებში უცხოელი კონტაქტები; - რომც არ გაყალბებულიყო, მაინც დასანიშნია ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები; - ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებისას არანაირი დარღვევას ჰქონდა ადგილი... ატყობთ, პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა „ბუმბერაზთან“ გვაქვს საქმე? ძალიან სამართლიანად აკენწლეს ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა“, - წერს გია აბაშიძე.