ტუნისი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო სექტორში სამუშაო საათებს შეამცირებს
Tbilisi Daily
ტუნისის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვებს დააწესებს. კერძოდ, აიკრძალება თავყრილობა და საჯარო სექტორში შემცირდება სამუშაო საათები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჰიჩემ მეჩიჩის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.
ხელისუფლება შიშობს, რომ საწოლების სიმცირის გამო, საავადმყოფოები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დიდი რაოდენობით პაციენტების მიღებას ვერ შეძლებენ.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს დაავალა, რომ საჭიროების შემთვევაში რეგიონებში ლოქდაუნი გამოიყენონ, თუმცა დაამატა, რომ საყოველთაო კარანტინის დაწესება წარმოუდგენელია იქედან გამომდინარე, რომ მარტში დაწესებულმა ჩაკეტვამ უპრეცედენტო ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია.
ტურიზმზე დამოიდებული ტუნისის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.6%-ით შემცირდა.
27 ივნისს საზღვრების გახსნის შემდეგ, ტუნისში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.