კოსოვოში, პენსიებთან დაკავშირებულ აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა ვეტერანებსა და პოლიციას შორის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პრიშტინაში 6 ივნისს ასობით ომის ვეტერანსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც ვეტერანები შეეცადნენ გაერღვიათ ბარიერი და შესულიყვნენ კოსოვოს ეროვნული ასამბლეის შენობაში, პენსიების გაზრდის მოსათხოვად.  პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, იმ ფონზე, როცა პარლამენტის წევრები განიხილავდნენ წინადადებას მინიმალური ყოველთვიური ჯამაგირი 250 ევროს ოდენობამდე გაიზარდოს, ამჟამინდელი 170 ევროს ოდენობის თანხიდან. პოლიციის განცხადებით, არეულობის შედეგად დაშავდნენ ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი.  კოსოვოს გათავისუფლების არმიის ომის ვეტერანთა ორგანიზაციის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი, ფატონ კლინაკუ ამბობს, რომ დემონსტრაცია აუცილებელი იყო, რადგან კანონმდებლები ცდილობდნენ ვეტერანები არ შეეყვანათ მინიმალური ხელფასის განმსაზღვრელ კანონმდებლობაში, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია. კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31885772.html

Source: radiotavisupleba.ge