160 გარდაცვლილი და 6 ათასზე მეტი ინფიცირებული რუსეთში

Tbilisi Daily

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 115 810-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 160 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 19 600-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში Covid19-სგან 918 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.