"აფხაზეთი გამოცხადდა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ძალაუფლება მოქალაქეებს აქვთ!"
Sokhumi Daily
"1994 წლის 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა კანონმა განამტკიცა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა, რის გამოც ათასობით სამშობლოს დამცველმა თავი გასწირა. კონსტიტუციის შესაბამისად, აფხაზეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ძალაუფლება მოქალაქეებს აქვთ!" - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ "მისალოც" ტექსტში.
ბჟანიამ ასევე ისაუბრა "საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის" შექმნის შესახებ, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას რესპუბლიკის მთავარ კანონში.
"ამ საკითხში მთავარია არ ვიჩქაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები, რომელსაც ხალხი მიიღებს, ხელს შეუწყობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და კეთილდღეობას", - აღნიშნა ბჟანიამ.
26 ნოემბერი დე ფაქტო რესპუბლიკაში არასამუშაო დღედაა გამოცხადებული.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა