კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" დროებითი მმართველი დაუნიშნა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით "კავკასუს ონლაინს" დროებით მმართველი დაუნიშნა. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 1 ოქტომბერს დაუნიშნა. კომისიას უნდა ამ ნაბიჯით კომპანიის მეწილე აიძულოს, რომ წილები გაასხვისოს. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიის ხელმძღვანელის ფუნქციებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიის ააიპ ოუფენ ნეტის დირექტორი, მარიამ სულაბერიძე შეასრულებს. ის ხელზე 8 ათას ლარს კომპანიიდან მიიღებს და იმ დრომდე იმუშავებს, სანამ წილები არ შეიცვლება. მანამდე მას იმ კომისიის წევრობა სურდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე დანიშნა. "თქვენ ამბობთ, რომ ვერ ახდენთ გავლენას ბენეფიციარებზე. მოდი, ახლა ვცადოთ ასე... მინდა გთხოვთ, მასთან ერთად მუშაობით ვცადოთ კანონისა და კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება", - უთხრა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მერაბ ქათამაძემ "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენელს. კანონი, რომლითაც კომისიას შესაძლებლობა მიეცა კომპანიაში დროებითი მმართველი დანიშნოს, კომისიამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა. მანამდე კომპანიის წილების მისი ნებართვის გასხვისების გარეშე შემთხვევაში გაფრთხილება, დაჯარიმება და ავტორიზაციის შეჩერება შეეძლო. კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ თუ "კავკასუს ონლაინს" ავტორიზაციას შეუჩერებდნენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგებოდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30868525.html #ახალი_ამბები #twitter