ხელვაჩაურში მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ და შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პანდემიის გამო დაწესებულირეგულაციების მოხსნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სოფლებში სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაა. სწორედ ამ მოთხოვნით მძღოლები და სოფლის მოსახლეობადღეს ხელვაჩაურის მერიასთან შეიკრიბა.
მათი თქმით უმუშევრობამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა, ასევე გართულებულია გადაადგილება. მოსახლეობა ვერ ახერხებს ქალაქში ჩასვლას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ხელი ეშლებათ მოსწვალეებსაცდა ხშირად სკოლის გაცდენა უწევთ. განმარტავენ, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი მიკროავტობუსებზე იყო დამოკიდებული.
აქციის რამდენიმე მონაწილე ხელვაჩაურის მერიაში შეხვედრაზე შევიდა, სადაც მათ დაჰპირდნენ, რომ ორშაბათამდე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მძღოლები დაუმორჩილებლობის გამოცხადებასაც გეგმავენ.