Post
Headline
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები შეზღუდა. მათი თქმით, ამ ეტაპზე გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვასაც.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანიდან საქართველოში მგზავრების შემოყვანა შეჩერდება. თუმცა, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ უკან დაბრუნება.
მთავრობის განმარტებით, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაშია. მათი თქმით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის პრევენციისთვის და ირანიდან გამვალი მგზავრების სქრინინგსაც აწარმოებს, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაინც ფრენების შეზღუდვა გადაწყდა.
მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:
+989352110274;
+989122997726;
+989108201041.
გაიგეთ მეტი:
რა ვიცით ახალი კორონავირუსის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები კორონავირუსზე
კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
გაიგეთ მეტი: ირანი, საქართველოს მთავრობა, კორონავირუსი.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news