სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

Mediamall

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ცნობილია, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსის 200 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. #armenia #covid19 #coronavirus