რამადანის მარხვაში კოლექტიურ ლოცვები არ ჩაატარდება- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
Marneuli Daily
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რამადრანის მარხვის პერიოდში მეჩეთებში კოლექტიური ლოცვა არ ჩატარდება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევი აცხადებს , რომ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ერთად შეკრება და თერავიჰის ნამაზის შესრულება, ასევე ჯუმე ნამაზის შესრულება, ვერ მოხერხდება. არც იფთრის სუფრებს გაშლიან. მუფტები და იმამები ინტერნეტის და მედიის მეშვეობით სისტემატიურად მიაწვდიან მუსლიმებს ინფორმაციას რამაზანის და ისლამის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. წელს რამაზანის დღესასწაული 23,24 და 25 მაისს დაემთხვევა.
წყარო: რადიო მარნეული
#რამადანი
#მარხვა
#ლოცვა
#marneulidaily