ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატების ტესტირებას ახდენს
Headline
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) სამშაბათს, 12 მაისს განაცხადეს, რომ რიგი მედიკამენტების შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდნენ კორონავირუსთან ბრძოლაში.
ორგანიზაცია ახლა ყველაზე მეტ ყურადღებას 4-5 ერთეულ, ყველაზე პერსპექტიულ პრეპარატზე ამახვილებს, რომელთა დასახელება ჯერჯერობით არ ხმაურდება.
აქვე WHO-ში აცხადებენ, რომ არცერთი ცნობილი მედიკამენტი სრულად ვერ აჩერებს COVID-19-ს, არამედ მხოლოდ ზღუდავს დაავადების სიმძიმეს და მის შედეგებს.
პრეპარატების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის ვაქცინაზეც, მაგრამ მისი შექმნის სავარაუდო ვადა ჯერჯერობით კვლავ უცნობია.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#WHO
#coronavirus
#COVID19
#cure
#drug
#headline