აჭარის ტელევიზიის 149 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აჭარის ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის კორონავირუსზე აღებული ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.
მაუწყებლის თანამშრომელთა გამოკვლევა 4 სექტემბერს დაიწყო, როცა COVID-19 დაუდასტურდა მაუწყებლის ერთ ერთ თანამშრომელს.
უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა 5 აგვისტოს. მისი ეთერით დროებით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელების განცხადებით, ტესტირებას გაივლის ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით შეძლებს აჭარის ტელევიზია მუშაობის განახლებას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30823667.html
#ახალი_ამბები
#twitter