ამბროლაურში განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წაუყენებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ ორ პირს, ბრალს 23 აგვისტოს წაუყენებენ. გამოძიებამ 19 წლის ახალგაზრდები 22 აგვისტოს დააკავა. მათ ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. გამოძიებით დადგენილია, რომ 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30798130.html #ახალი_ამბები #twitter