ჩემი თბილისელი გოგო-ისრაელის ელჩი შვილის ფოტოებს აქვეყნებს
Tbilisi Daily
ჩემი თბილისელი გოგო -ამ სათაურით საკუთარი შვილის ფოტიებს ფეისბუქში საქართველოში ისრაელის ელჩი აქვეყნებს. რან გიდორს და მის მეუღლეს ინას, პირველი შვილი შეეძინათ. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
ინა ჟურნალისტია, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკა იზიდავს. წერს სტატიებს გარდიანისთვის, ვაშინგტონ პოსტისთვის ნიუსვიკისთვის და ეკონომისტისთვის. იყო ტომსონ როიტერის სპეციალური კორესპონდენტიც აფრიკაში.
რან გიდორს პირველი ქორწინებიდან გოგონა და ვაჟიშვილი ჰყავს. ბიჭი სკოლის მოსწავლეა, გოგონა კი ამჟამად ისრაელის არმიაში მსახურობს.