79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144035
79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა.
კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.
კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ.