უკრაინა თურქული დრონებისა და სამხედრო გემების შეძენას გეგმავს
Interworld
ორშაბათს, ა.წ. 14 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად თურქულ კომპანიებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს ე.წ. კორვეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის თაობაზე.
ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა მოხდა უკრაინაში თურქული დელეგაციის ვიზიტისას, რომელსაც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის უწყების უფროსი ისმაილ დემირი უძღვებოდა.
არსებული ინფორმაციით, მოცემული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უკრაინის საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაღრმავებას და ასევე შავი ზღვისა და აზოვის რეგიონებში უსაფრთხოების ზრდას.
#Ukraine #Turkey #aggrement #military #drones #ships #interworld