როდის აღდგება ფრენები ქუთაისის აეროპორტში - Wizz Air-ის განცხადება

Kutaisipost

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებიდან, მეორე დღეს Wizz Air-იაცხადებს,რომზუსტადარიცისროდისაღადგენსფრენებს. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ი, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღის დასახელება რთულია.კომპანიისგანმარტებით,ტარიღისდასახელებისმიზეზი ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებაა, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდვით ვირუსის გარცელების შეჩერებას ცდილობენ. "Wizz Air-ი" საქართველოდან ფრენებს განაახლებს როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის საშუალებას მისცემს და მოთხოვნაც გამოჩნდება. ამ ეტაპზე ძალიან ადრე იქნება ფრენების განახლების ზუსტ თარიღზე კომენტარის გაკეთება. ფრენების განახლების თარიღით სპეკულაციას არ დავიწყებ, რადგან ვითარება ყველა ქვეყნის ბაზარზე ძალიან ცვალებადია, რადგან მთავრობები კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად, ცდილობენ, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ. "Wizz Air-ი" კვლავ ერთგულია საქართველოსი და ქუთაისიდან ფრენებს აღადგენს როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მისცეს,"-აცხადებს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ანდრას რადო. კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა. საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პისიარ ტესტის საფუძველზე შემოდიან. 2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა. http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/19969-rodis-aghdgeba-frenebi-quthaisis-aeroportshi-