ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შესახებ წერენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და რეგიონის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინფოტურშიქართველიბლოგერები და ინფლუენსერები ჩართო. ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. მათ შორის, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა.
მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.