ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს 5 ახალი ავტომობილი გადაეცა
Kutaisi Daily
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა.
მინისტრმა თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მიულოცა. ტიკარაძის განცხადებით, ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.მისივე თქმით, მძღოლები გადამზაადებას არ საჭიროებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმები კი ტრენინგებს მუდმივად გადიან.
შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#ტიკარაძე
#kutaisidaily
წყარო - radiodk.ge
#ახალიამბები