სომხეთში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

სომხეთში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა ­კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექციისგან 26 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში სომხეთში კორონავირუსის 154 065 შემთხვევაა დადასტურებული, 2 656 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 133 176 პაციენტი. ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.