"ქარელშიც შემოაღწია კორონამ"

Gori Daily

ქარელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას რესურსცენტრი ავრცელებს. ,,იმის მიუხედავად, რომ კოვიდინფექციამ ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემაშიც შემოაღწია (გვყავს პირველი ინფიცირებული მოსწავლე), მდგომარეობა არ იძლევა შიშისა და პანიკის საფუძველს. მოგიწოდებთ ყველას - მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ზედმიწევნით დაიცვათ დადგენილი რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს და ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა შეუფერხებლად შეძლონ ნორმალურ სასკოლო გარემოში განათლების მიღება. სიმშვიდესა და ჯანმრთელობა გისურვებთ." - აღნიშნულია რესურსცენტრის განცხადებაში. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლე სკოლაში 12 ოქტომბრის შემდეგ არ დადიოდა: ,,ბავშვი 12 ოქტომბრის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა. თავიდან თავის ტკივილებს უჩიოდა, დედა ექიმი ჰყავს და კლინიკაში შეამოწმებინა. 16 ოქტომბერს მოვიდა პასუხი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ოჯახის სხვა წევრებს არ აქვთ დადასტურებული. რაც შეეხება კლასს, თითქმის ერთი კვირა გავიდა, რას ეს მოსწავლე არ დადის სკოლაში. თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციით, კლასის წევრები თვითიზოლაციაში არიან და სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. ოჯახში ყველანი კარგად არიან" - ამბობს სკოლის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ ქარელში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დადასტურებული. სექტემბრის დასაწყისში სოფელ კლდუში იმ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ბათუმიდან დაბრუნდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #შიდაქართლი #გორი #ქარელი #goridaily #ახალიამბები წყარო: qartli.ge