სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

Pirveliradio Ge

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „ფორმულას“ ბრეგაძემ დაუდასტურა. ამისი თქმით, არ დაუსახელებიათ მიზეზი თუ რატომ არის ის უწყებაში დაბარებული. „არ ვიცი, არ უთქვამთ თუ რატომ დამიბარეს. შეიძლება, ეს მარნეულში 5 დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდეს“, - განაცხადა ბრეგაძემ.