ევროპალიგაზე ბათუმის ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის ‘’დინამოს’’ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.ბათუმელები განუთესავ გუნდებში მოხვდნენ. ‘’დინამოს’’ სამი კლუბიდან ერთ-ერთი შეხვდება. სავარაუდო მეტოქეები არიან ისრაელის ‘’ჰაპოელ ბერ-შევა’’, აზერბაიჯანული ‘’ნეფტჩი’’ და ასევე აზერბაიჯანული ‘’კეშელა’’. ევროპალიგის წილისყრა დღეს 14:00 საათზე დაიწყება და საბოლოოდ ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვევა. პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთ მატჩიანი გახდა.