ირმა ჭკადუა იაკობ ბრეგვაძეზე: ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან
Tbilisi Daily
ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა შსს-ში იმყოფებიან.
„ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყო მაქსიმალურად ობიექტურად და ახლოს იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან“, - ამის შესახებ ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იაკობი დაზარალებულადაა ცნობილია. ყველამ იცის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები ჩვენ გარდა. გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან, ამიტომაც მოვედით.
ჩვენი კითხვები იაკობის მიერ საგამოძიებო მოქმედებეში მონაწილეობას ეხება. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებული კითხები გვაქვს, დროის შეთანხმების საკითხი. ჩვენი მოთხოვნაა იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც ეს საბედისწერო მოვლენები განვითარდა.
ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყო მაქსიმალურად ობიექტურად და ახლოს იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან,“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარი და უკუკავშირი 7 ივლისს გაასაჯაროვა.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.