რუსეთში გამოცხადდა კონკურსი მავზოლეუმის კონცეფციაზე, ლენინის გარეშე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის არქიტექტოთა კავშირმა გამოაცხადა კონკურსი მავზოლეუმის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად, ვლადიმერ ლენინის ცხედრის გარეშე.
კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს მიიღეს, მაგრამ სპეციალური დებულება მხოლოდ 11 სექტემბერს გამოქვეყნდა. რაც შეეხება კონკურსს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, იგი მოსკოვში 11-13 ნოემბერის განმავლობაში ჩატარდება.
კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ლენინის ცხედრის არსებობა ეწინააღმდეგებ ხსოვნის შესახებ თანამედროვე შეხედულებას და წარმოადგენს რუსული მართლმადიდებულური ტრადიციის დარღვევას.
გამჭვირვალე სარკოფაგში მოთავსებული ლენინის სხეული მავზოლეუმში 1924 წლიდან ინახება. თავდაპირველად ფანერის ნაგებობაში ესვენა პროლეტარიატის ბელადი, 1930 წლის ოქტომბრიდან კი აიგო გრანიტის მავზოლეუმი. შენობაში მუშაობს ლენინის ცხედარის შენახვაზე პასუხისმგებელი ლაბორატორია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30834981.html
#ახალი_ამბები
#twitter