დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზერეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ბოლო შეხვედრა ერგნეთში სექტემბერში გაიმართა.